Preaload Image

ახალი ტექნიოლოგიების და ინოვაციების ლაბორატორია ჯეოლაბი

ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბი 2015 წელს შეიქმნა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია აირჩიოს და შეისწავლოს მისთვის საინტერესო და სასურველი მიმართულება:

დიზაინი
ებპროგრამირება
მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი
თამაშების დეველოპმენტი
კოდირება

საბაზისო კურსი-გრძელდება 2 თვე. სწავლების დიდი ნაწილი ეთმობა პრაქტიკული უნარების შეძენას, ხოლო სწავლების ბოლო ეტაპზე სტუდენტები აკეთებენ ფინალურ პროექტს და აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.
პროფესიული კურსი 4 თვე გრძელდება, სტუდენტები 3 თვის მანძილზე არჩეულ პროფესიას სწავლაობენ, ბოლო ერთი თვე კი ლექტორების დახმარებით საკუთარ პროექტებს ქმნიან და ახორციელებენ.
ორივე კურსის გავლა მსურველებს დისტაციურადაც შეუძლიათ.

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ, კურსდამთავრებულებს მენტორების დახმარებით საშუალება ეძლევათ განახორციელონ პირველი და სასურველი პროექტი, რაც მათ რეალურად დაანახებთ საკუთარ შესაძლებლობებს.
სწავლების გარდა ჯეოლაბი სხვადასხვა სახისა და მიმართულების პროექტებს ახორციელებს. გვაქვს სასწავლო და სოციალური პროექტები. ყურადღების მიღმა არც გარემოსდაცვითი და გენდერულად მგრძობიარე საკითხები რჩება.

ჯეოლაბი, აქტიურად თანამშროლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჯეოლაბში შექმნილია არაერთი ციფრული პროდუქტი, მათ შორის UNICEF-ის მხარდაჭერით შეიქმნილი ციფრული საგანმანათლებლო რესურსი “ვსწავლობთ თამაშით” რომლელსაც მასწავლებლები იყენებენ საგაკვეთილო პროცესში საქართველოს სკოლებში, დაწყებით კლასებში. 

“თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი”-ს ფარგლებში ჯეოლაბში შეიქმნა “ინტერაქტიული წიგნები”.ქართველი საბავშვო მწერლების 12 ინტერაქტიული წიგნი ხელმისაწვდომია უფასოდ iOS, Android და desktop ვერსიებზე. 

ჯეოლაბი არის 5 წლიანი, “USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის” პარტნიორი ტექნოლოგიურ კომპონენტში. 

ჯეოლაბი არის ასევე “თიბისი განათლების პროგრამის ტექ სკოლის” პარტნიორი და ახორიცელებს სასწავლო პროგრამებს.

ჩვენი სიმბოლოა – ბუ. ფრინველი, რომელიც ოდითგანვე სიბრძნისა და აზროვნების სიბოლოდ ითვლება.

ჩვენ ნებისმიერ სამუშაო დღეს მზად ვართ თქვენთან შესახვედრად.

ჩვენთან სწავლა ნებისმიერ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადმიანს შეუძლია.

ჩვენი გუნდი

Sandro Asatiani

ალექსანდრე ასათიანი, დამფუძნებელი

s.asatiani@geolab.edu.ge
Screen Shot 2023-12-21 at 11.38.18 AM

ვახო ვახტანგიშვილი, დამფუძნებელი, პარტნიორი

v@geolab.edu.ge
ლანა

ლანა ლაბაძე, აღმასრულებელი დირექტორი

lana@geolab.edu.ge
Screen Shot 2024-01-09 at 6.16.04 PM

ლიკა მოშიაშილი, კონსულტანტი ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით-პარტნიორი

L.moshiashvili@geolab.edu.ge
giorgi

გიორგი ვახტანგიშვილი, ტექნიკური დირექტორი

g.vakhtangishvili@geolab.edu.ge
Screen Shot 2024-01-19 at 5.18.09 PM

თამარ გეწაძე, სტრატეგიული პროექტების მენეჯერი

tamar.getsadze@geolab.edu.ge
ana

ანა გრძელიშვილი, საგანმანათლებლო სექტორის ხელმძღვანელი

ana.grdzelishvili@geolab.edu.ge
nata

ნატა თეთრაძე, საგანმანათლებლო სექტორის მენეჯერი

nato.tetradze@geolab.edu.ge
tamari

თამარ გოგოხია, საგანმანათლებლო სექტორის მენეჯერი

tamar.gogokhia@geolab.edu.ge
TamunaGogob

თამუნა გოგობერიშვილი, დიზაინერი

tamuna.gogoberishvili@geolab.edu.ge
giga

გიგა ხუნდაძე, BRANCH მენეჯერი

giorgi.khundadze15b@geolab.edu.ge
parma

გიორგი ნონიკაშვილი, ICT პროექტების მენეჯერი

parma@geolab.edu.ge
shako

შალვა ხმიადაშვილი, BRANCH მენეჯერი

shalva.khmiadashvili@geolab.edu.ge